ნიკა გვარამია - მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი

მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ როგორც არა მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, არამედ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი, - ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გამოწვევას იღებს და გამოცხადებულ ბრძოლაში ერთვება, რომელშიც მისი თქმით, გამარჯვებას აპირებს.

„როგორც ჩანს, ფსიქოპატური ფორმებით მებრძოლი რეჟიმის წინააღმდეგ არანაირი წითელი ხაზები უკვე არ არსებობს და ყველა ლოგიკურად შემაკავებელი ხაზი გადაკვეთილია. ჩემი ოჯახი არის განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების, საშიშროებისა და საფრთხის წინაშე ამ ხელისუფლების გამო და ამ ხელისუფლების მიერ. იცით, რომ ერთ-ერთი საქმე, რომელიც ჩემს მიმართ სრულიად უსაფუძვლოდ და აბუსურდულად არის წამოწყებული, ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო. ჩვენ ეს არც დაგვიმალავს და სარგებლობდნენ მეუღლე და ბავშვები. ცხადია, რომ ამაში დანაშაულებრივი არაფერი არ არის, მაგრამ პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ დაედგინა ეს მანქანა რეალურად თუ არის ჩვენი ოჯახის სარგებლობაში. გამოტანილი იქნა დადგენილება ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების. თითქოს ცხადია, რომ მანქანას უნდა უთვალთვალონ, მაგრამ ამ კრეფსებში არის 28 დღის თვალთვალი ჩემს მეუღლეზე, აქ არის აღწერილი 28 დღის განმავლობაში მისი გადაადგილებები. მისი და არა მანქანის, რომელიც თითქოს უნდა დადგენილიყო.

მე მინდა კითხვა დავსვა, როდესაც ადამიანი სამსახურში მიდის და იქ ელოდებიან და უთვალთვალებენ, მანქანა რა შუაშია? 28 დღე რას უთვალთვალებდნენ, რაში აინტერესებდათ ჩემი ცოლის და ჩემი შვილების გადაადგილება? ჩვენ რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ უკვე ოფიციალურ კადრებს რომ გვიგზავნიან ბავშვების, ოფიციალურ დოკუმენტებს ცოლის გადაადგილების, მე მგონია, რომ ეს არის საომარი მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შევდივართ ომში. საპასუხო ომს ვუცხადებთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო: ნიკა გვარამია მისი ოჯახზე განხორციელებულ თვალთვალზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა