ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლევან იზორიას, მისი ძმის დაკავების ფაქტის დაფარვაში, რამდენიმე მაღალჩინოსანი ეხმარებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე იმ მაღალჩინოსნების ვინაობას ასაჯაროვებს, რომლებიც მისივე თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილეს ლევან იზორიას, ძმის ვახტანგ (კიტა) იზორიას დაკავების ფაქტის დაფარვაში ეხმარებოდნენ.

საქმე ეხება, ლევან იზორიას მინისტრის მოადგილეობის დროს, მისი ძმის ვახტანგ იზორიას დაკავებას, რა დროსაც, მან პოლიციელებთან დაპირისპირება ლევან იზორიას თანამდებობის გამოყენებით სცადა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა ვახტანგ (კიტა) იზორია, კანონის სრული დაცვით მოქმედებდა. თუმცა, დეკანოიძის ინფორმაციით, მაღალჩინოსნების ჩარევის შემდეგ კიტა იზორია გაათავისუფლეს და მას მოუბოდიშეს კიდეც.

„პოლიციელმა გიორგი დვალიშვილმა შეასრულა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობა. ლევან იზორიას ძმა სარგებლობს იმუნიტეტით და უფრო მეტიც, ყველაზე ამაზრზენიც ის არის, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ, პოლიციელებს, რომლებიც საქართველოს ღირსეულად ემსახურებიან, აიძულებენ იზორიასთვის „ბოდიშის“ მოხდას. ინციდენტის შემდეგ, როდესაც ლევან იზორიას ძმას აკავებს მაიორი გიორგი დვალიშვილი, მიდის ოცმეთაური დავით შენგელია, რომელიც მუშაობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, ასევე შენგელია საქმის კურსში აყენებს სადღობელაშვილს, რომელიც მაშინ იყო ასმეთაური, ახლა კი არის მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე. ინციდენტის დაფარვაში მონაწილეობდნენ სახაზოს უფროსი დავით მიქიაშვილი და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძე. ასევე ლევან იზორია ავალებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროს ცინარიძეს და მის მოადგილეს, რომ დაფარონ დანაშაული - მივიდნენ ადგილზე, გაეცნონ და გაათავისუფლონ კიტა იზორია. ასევე აიძულონ პოლიცილები, რომლებიც იცავდნენ კანონს, რომ „ბოდიში“ მოუხადონ დაკავებულ კიტა იზორიას. მე ამ ინფორმაციას ვასაჯაროვებ გიორგი დვალიშვილთან და მის ოჯახთან შეთანხმებით. მე შევხვდი მათ და მას შემდეგ რაც მე გამოვედი მათი სახლიდან, სადარბაზოსთან დაგხვდა სუს-ის წარმომადგენელი, რომელიც ტელეფონით იღებდა ყველას, ვინც მასთან მიდიოდა. მანქანის ნომერი ვიცი. ეს ყველაფერი ადასტურებს იმ მახინჯ სისტემას, რომელიც დღეს არსებობს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, ამ დანაშაულის დაფარვაში ჩართული იყო ყველა, მინისტრი, მინისტრის მაშინდელი ორი მოადგილე ლევან იზორია და ვახტანგ გომელაური, ამ დანაშაულის შესახებ იცის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ამ დანაშაულის დაფარვაში ჩართულები არიან შსს-ს მაღალჩინოსნები. მეტიც, რაც ლევან იზორიას ძმა გაუშვეს, გაათავისუფლეს, თვითონ საპატრულო პოლიციის მანქანიდან, ლევან იზორიამ ძმას მისცა ოპერატიული საშვი, ე.წ.ნარუშილოვკა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს აღარ მისცემდა შესაძლებლობას კვლავ დაეკავებინათ კიტა იზორია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სიუჯეტის ინფორმაციით, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს