ირმა ნადირაშვილი - კადრები, რომლებიც ვნახეთ, ზუსტად ხსნის, რატომ არის დემორალიზებული პოლიცია

კადრები, რომლებიც ვნახეთ, ზუსტად ხსნის, რატომ არის დემორალიზებული პოლიცია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი „მთავარი არხის“ მიერ გასაჯაროებულ კადრებს, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა ფიუგურირებს.

ნადირაშვილის თქმით, აღნიშნული კადრები „ადასტურებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს კარგად ემსახურები, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელს პოლიციას, ქვეყანას და მოქალაქეებს შენს ქვეყანაში“.

ირმა ნადირაშვილი მომხდარ ფაქტზე სრულფასოვანი გამოძიების დაწყებას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც ამ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.

„მინდა გამოვეხმაურო კადრებს, რომლებიც ერთ-ერთი ტელეარხით გავრცელდა გუშინ და რომელიც ეხება ბატონი იზორიას ძმის მძიმე ქმედებებს. კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ზუსტად ხსნის, რატომ არის დემორალიზებული პოლიცია და რატომ ვერ ახერხებს პოლიცია თავისი მთავარი მოვალეობების შესრულებას - ეს არის კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. კადრები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, არის როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილს და მის ჩინოვნიკებს სახელმწიფო. ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები, შენი ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, მთელ ქვეყანას და მთელ მოქალაქეებს შენ ქვეყანაში. როდესაც ეს ინციდენტი მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ ბატონი ლევან იზორია და ჩვენ სახეზე გვაქვს უფლებამოსილების გადაჭარბება - სულ ცოტა.

ამ საქმის თაობაზე, ჩვენ ვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავის მოვალეობას, რომლებმაც დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით, არღვევდა წესრიგს, შემდეგ აიძულეს ეს პოლიციელები, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალდამცველებს სამართალდამრღვევი პირიქით, გაეთავისუფლებინათ. ძალიან ამაზრზენი იყო, როდესაც ჩვენ ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო ძალიან დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და რა თქმა უნდა, პოლიციისთვის. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ამ დანაშაულის დაფარვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი.

როდესაც ლევან იზორია იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და მოხდა ეს ინციდენტი, ამის გამო მას საყვედური კი არავინ უთხრა, ის დააწინაურეს და შემდეგ გახდა თავდაცვის მინისტრი. დღეს კი უკვე 5 თვეა, ლევან იზორიას ორი მაღალი თანამდებობა უჭირავს და ვერავინ ვერ გამახსენებს, რომ ამ ადამიანმა ბოლო 5 თვის განმავლობაში რამე გააკეთა. ირანის კრიზისის დროსაც კი არ შეკრებილა უშიშროების საბჭო“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სიუჟეტის თანახმად, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს