ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. როგორც ჩხარტიშვილმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის 3 იანვარს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების საქმეზე დაიკითხება.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ. საქმე ეხება მაღალჩინოსან გოგა მემანიშვილს, ლაშა ყაველაშვილს და იმ პირებს, რომლებმაც 3 იანვარს განახორციელეს ჩემზე თავდასხმა, უკანონოდ დამაკავეს და შემილახეს გადაადგილების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც არის ჯამურად ხუთი სისხლის სამართლის დანაშაული. მე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში თუნდაც ეს ორგანო ამ საქმეს მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე და ამ ადამიანებს დასჯიან, მაგრამ კარგია თუკი, პოლიციელების ნაწილი, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მოსამართლეები აღარ ემორჩილება რეჟიმს და არ უნდათ მოხვდნენ 20 ივნისის სიაში",- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი 3 იანვარს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დააკავეს. პოლიცია ჩხარტიშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევაში ადანაშაულებს, რაც ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა