ანა დოლიძემ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, ქვეყანაში არსებულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ფასები შეისწავლოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი განაცხადით მიმართა, რომ ქვეყანაში არსებულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ფასები შეისწავლოს.

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენციის სააგენტოს პირდაპირი მივალეობაა შეისწავლოს ვითარება და დაადგინოს, რამდენად ბუნებრივად ან ხელოვნურადაა წამლებზე ფასები გაზრილი. მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც ხალხს ადარდებს, სახელმწიფოსგან კი არავითარი რეაგირება არ არის.

„მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში დეპუტატი ოქრიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თავის დროზე ის ორმაგ ფასს ადებდა წამლებს, რომელიც შემოჰქონდა. ეს ჩვენი შესასწავლი არ არის, კონკურენციის სააგენტომ სამ დღეში უნდა გვიპასუხოს, მიიღებს თუ არა ამ განაცხადს. ერთ თვეში უკვე ჩვენ ვაიძულებთ, რომ დასკვა დადოს, იმიტომ, რომ ორი წელია გაცხადებული აქვს, რომ შეისწავლის წამლების ფასს, მაგრამ ამ დასკვნის შესახებ არ გაგვიგია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა