პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის” პირველი რეგიონული ოფისი ზუგდიდში გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდში ოფისი გახსნა და ადგილობრივი გუნდი წარადგინა.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც, მისი თქმით, პირველი რეგიონული ოფისის გახსნა ზუგდიდში გადაწყდა.

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დღეს აფუძნებს პირველ რეგიონალურ ოფისს და ეს ოფისი იქნება აქ, ზუგდიდში. ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები და ამ მიზეზებს მე დეტალურად მოგახსენებთ: პირველია ის, რომ მე პირადად და ჩემი გუნდის წევრები ვთვლით, რომ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მიზანი და ეს ეროვნული მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება და გვჯერა, რომ გამთლიანების და საერთოდ, ქვეყნის მოტრიალების - ეკონომიკური თუ სოციალური, თუ რეფორმების, უნდა დაიწყოს აქედან. აქედან იმიტომ, რომ სულ რაღაც რამდენიმე კილმეტრში აქედან არიან ჩვენი დები და ძმები, არიან შერეული ოჯახები და ის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ჩვენ უკვე 27 წელია, არ გვშორდება და ვერც დაგვშორდება, სანამ ჩვენ არ ვიქნებით ერთნი და ამ ქვეყანას სანამ არ გავაერთიანებთ, ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველი ოფისი გაიხსნას ზუგდიდში, ხვალ კი სხვა რეგიონში გავხსნით“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მანვე ისაუბრა „ლელოს“ მიზნებსა და პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა იმას, თუ რას სთავაზობს აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება ამომრჩეველს.

„ვინ ვართ ჩვენ, რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამომრჩეველს? პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არ ვართ ის ხალხი, რომ კარდაკარ ვიაროთ და დაპირებები ვარიგოთ. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელთაც ძალიან კარგად ესმით ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, უმუშევრობა, სიღატაკე და რაც მთავარია, დღევანდელი ხელისუფლების აბსოლუტური არარსებობა ქვეყნის განვითარების - არანაირი გეგმა, არანაირი ხვალინდელი დღის ხედვა, არანაირი პროგრამა და ა.შ. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება და სწორედ ამის შესაცვლელად შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“, რომელშიც არაჩვეულებრივი ადამიანები გვიერთდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამეგრელოში, ამ არაჩვეულებრივ კუთხეში ვართ, დღეს რამდენიმე ძალიან საინტერესო ოჯახი მოვიარე, დევნილების, ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ. მინდა გითხრათ, რომ სურათი არის ძალიან მძიმე, იმაზე მძიმე, ვიდრე მე წარმომედგინა. მაგრამ ყველაზე მთავარი დავინახე, რომ არ არის დაკარგული იმედი, არ არის დაკარგული იმის ჟინი, რომ ჩვენ ამას შევცვლით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამის შეცვლა, წარსული უნდა ჩავაბაროთ და ახალი რეალობა უნდა დავდოთ, მე, როგორც საქმიანი ადამიანი, ჩემს გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად ამის გამკეთებელი ნამდვილად ვარ, ნამდვილად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, გაგვიკეთებია ჩვენ სამუშაო ადგილები, შემიქმნია კერძო ბიზნესში 10 000 სამუშაო ადგილი, ყველაზე დიდი გამოწვევა კი, რომელიც დღეს საქართველოს და კერძოდ, სამეგრელოს უდგას, სამუშაო ადგილების შექმნაა, რომელიც ჩვენი N1 პრიორიტეტი იქნება“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა