მიხეილ კალანდიას პროცესზე ორი მოწმის, მათ შორის მირზა სუბელიანის წერილობითი ჩვენებები უდავოდ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე ორი მოწმის, მათ შორის მირზა სუბელიანის წერილობითი ჩვენებები უდავოდ ცნეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა განუმარტა, ეს ნიშნავს, რომ ამ მოწმეების წერილობითი ჩვენებები ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საკმარისად მიიჩნიეს, შესაბამისად, მათი სასამართლოში გამოცხადება საჭირო აღარ არის. მისივე განმარტებით, დღემდე ჯამში 20-მდე მოწმის ჩვენებების უდავოდ ცნობა მოხდა.

„ჯამში დაახლოებით 20-მდე მოწმის ჩვენების უდავოდ ცნობა მოხდა პროცესის დაწყებიდან დღემდე. საქმე იმაშია, რომ წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები და თუკი ბრალდებისა და დაცვის მხარეები ერთობლივად განაცხადებენ, რომ რაც წერილობით გამოკითხვით ოქმში წერია, დამატებითი კითხვები ამ მოწმესთან არ აქვთ, ეს ჩვენებები მიჩნეულ იქნება უდავო მტკიცებულებად. ვთანხმდებით, რომ საკმარისია ის ინფორმაცია, რაც წერილობით ოქმში წერია. მათ შორის არის მირზა სუბელიანი", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, მომდევნო სასამართლო სხდომა კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ერთი მოწმე, ექსპერტი, ტრანსოლოგი, რომელსაც ჰქონდა ტრანსოლოგიური ექსერტიზა ჩატარებული იმ დაზიანებებზე, რა დაზიანებებიც არსებობდა როგორც გარდაცვლილების, ასევე კონფლიქტის სხვა მონაწილეების, მათ შორის ბრალდებულის ტანსაცმელზე. ექსპერტმა ისაუბრა ამ დაზიანებებთან დაკავშირებით და გასცა პასუხი როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის კითხვებს. ასევე გამოკვეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების სამი ტომი. მომდევნო პროცესი გაგრძელდება კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკველივით", - აღნიშნა პროკურორმა.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 28 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა