დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი აპარატის თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ზურაბ აზნაურაშვილი დღეს აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, შეხვედრაზე ახალი დამოუკიდებელი ინსპექტორი სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს და განხორციელებული ღონოსძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება დამეხმარება, მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად ვაწარმოო საქმიანობა. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. მნიშვნელოვანია მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებები, დამოუკიდებლობის გარანტიები. არის გარკვეული საკითხები, რომელიც საკანონდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ვეცდები, ვიყო მაქსიმალურად ღია და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მიმდინარე საქმიანობის შესახებ“ ,-განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ზურაბ აზნაურაშვილი დამოუკიდებელი ისნპექტორის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 23 იანვარს აირჩია. აზნაურაშვილი ამ პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. დამოუკიდებელი ინსპექტორის მთავარი ფუნქციაა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება. ზურაბ აზნაურაშვილმა ქეთევან ცინცაძე შეცვალა, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა