მამუკა მდინარაძე - ომბუდსმენს უთხრეს, რომ ის ციხეში დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ამის შემდეგ  ლომჯარია ისევ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს შეხვდა

სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმრებთან შეხვედრის კადრები გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ეს ინფორმაცია მედიაში უკვე გავრცელებული იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, დაარღვია თუ არა იუსტიციის მინისტრმა კანონი.

მდინარაძის თქმით, იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველის მისამართით გამოთქმული კრიტიკა რეალიზდა იმაში, რომ კრიტიკის შემდეგ, ნინო ლომჯარია პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეხვდა ციხეში.

„ფაქტია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლის პატიმრებთან შეხვედრის კადრები გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ეს ინფორმაცია მედიაში უკვე გავრცელებული იყო. კრიტიკა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მხრიდან სახალხო დამცველის მისამართით ისმოდა, რეალიზდა იმაში, რომ სტრასბურგში გამგზავრების წინ მაინც და მაინც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ლიდერებს შეხვდა. როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ ის ციხეში დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს ის ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეხვდა. ვფიქრობ, ეს კრიტიკა ასე არ უნდა რეალიზებულიყო,"- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 23 იანვარს სახალხო დამცველი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ოქრუაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს