„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, საკრებულოს შენობაში მათი ფრაქციის თანამშრომლებს არ უშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, საკრებულოს შენობაში მათი ფრაქციის თანამშრომლებს არ უშვებენ.

ლიპარტელიანმა საკრებულოში იმ ადამიანების სია მიიტანა, ვისაც შენობაში შესვლა სურს და აპირებს ეს ჩამონათვალი უწყების თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს გადასცეს, რათა მან ამ ადამიანების შეშვების ნებართვა გასცეს.

„ჩვენი ფრაქციის თანამშრომლებსაც კი არ უშვებენ საკრებულოში. დაკეტილია აბსოლუტურად ყველა კარი, არცერთ ადამიანს არ უშვებენ იმის გამო, რომ აქ თურმე რაღაც პრობლემაა. „ქართულო ოცნებავ“, ეს არ არის თქვენი ოფისი, ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, სადაც მოქმედებს წესები შემოსვლაზე და გასვლაზე და ჩვენ, როგორც საკრებულოს წევრებს, უფლება გვაქვს ადამიანების შემოყვანის“,- განაცხადა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა