მამუკა მდინარაძე ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ კადრებზე - ვიდრე სამსახურში პრობლემები არ შეექმნებოდა, რატომ არ ასაჯაროვებდა გიორგი დვალიშვილი ამ კადრებს?

ვიდრე სამსახურში პრობლემები არ შეექმნებოდა, გიორგი დვალიშვილი რატომ არ ასაჯაროვებდა ამ კადრებს და გამოძიებას არ მიმართავდა? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს.

მდინარაძის შეფასებით, არ იყო სასიამოვნო, როგორც ლევან იზორიას ძმა, კიტა იზორია პოლიციელს ესაუბრებოდა. მისივე თქმით, ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. "ეს არის 2014 წლის კადრები. 5-6 წლის განმავლობაში ეს ადამიანი სად ინახავდა ამ კადრებს, სანამ სამსახურში პრობლემები არ შეექმნებოდა, რატომ არ ასაჯაროვებდა და გამოძიებას რატომ არ მიმართავდა? როდესაც ეს ადამიანი დააწინაურეს და ჩინი მოუმატეს, მაშინ არ ფიქრობდა, რომ პრობლემა იყო, მაგრამ როდესაც 5 წლის შემდეგ რაღაც პრობლემები შეექმნა, გადაწყვიტა კადრების გასაჯაროვება და გამოძიებისთვის მიმართვა. სხვათა შორის, ნოემბრის თვეში, მისი მიმართვიდან მეორე დღესვეა დაწყებული გამოძიება. რაზე დააკავეს თავიდან ის ადამიანი, რა იყო ამის საფუძველი, რაც კადრებში არ ჩანდა, რამდენად კანონიერად თუ უკანონოდ მოხდა შემდეგ მისი გათავისუფლება და ა.შ. - მოდით, ამ ყველაფერს გამოძიებამ გასცეს პასუხი. მართლაც არ იყო სასიამოვნო, როგორ ელაპარაკებოდა პოლიციელს მანქანაში, მაგრამ დანარჩენი გამოძიებამ უნდა გვითხრას. როდესაც ასეთ ფაქტებს ვეძახით სკანდალურს, ეს მიღწევებზე მეტყველებს. მაგალითად, 2012 წლამდე ადამიანების მკვლელობებიც არ მიაჩნდათ სკანდალურად და დღეს რომ სკანდალურია მოქალაქის ცოტა ცუდად ლაპარაკი პოლიციელთან, ეს უკვე კარგია," - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სიუჟეტის თანახმად, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა