„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს დადგინდეს ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების სერიოზულობა და მომხდარზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ლევან ხაბეიშვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, დადგინდეს მისი დაზიანებების სერიოზულობა და მომხდარზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ თბილისის საკრებულოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომელმაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა ლევან ხაბეიშვილს. დეკანოიძის თქმით, საჭიროა, ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

„ქვეყანაში განუკითხაობა გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს, თბილისის საკრებულოს წევრს, ლევან ხაბეიშვილს კომისიის სხდომაზე თავს დაესხნენ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს ადამიანები ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კრიმინალი, მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს არ აკავებენ და შემდეგ პოლიცია მათ უხდის ბოდიშს, ასევე მაშინ, როდესაც განუკითხაობაა, კორუფციაა და ქვეყანაში მართლაც ჩრდილოვანი დიქტატურაა, ასეთ დროს ადამიანებს, რომლებიც მომართულნი არიან კორუფციის წინააღმდეგ, ფიზიკურად უსწორდებიან ამ შენობაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო