ოპოზიციის ლიდერებს საკრებულოში შესვლის უფლებას არ აძლევენ

თბილისის საკრებულოსთან ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილი, რომელთაც საკრებულოში შესვლა სურთ, თუმცა, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, მათ სურთ ლევან ხაბეიშვილის ნახვა, რათა გაარკვიონ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, უდუმაშვილის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ მათ საშვები აქვთ, შენობაში არ უშვებენ.

თბილისის საკრებულოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა