საკრებულოს დაცვის სამსახურმა შენობაში გადაადგილება გაამკაცრა

საკრებულოს შენობის ის შესასვლელები, რომლითაც დეპუტატები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები სარგებლობენ, ჩაკეტილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაცვის თანამშრომლებმა უთხრეს, იმ შემთხვევაში, თუ მედიის წარმომადგენლები დატოვებდნენ შენობას, მათ შენობაში უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა ზომები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც შენობაში შემოსვლას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ცდილობდნენ. ისინი საკრებულოს შენობის მთავარი შესასვლელის წინ დგანან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, მისი პარტიის წევრებზე საშვებია დაშვებული, თუმცა ამის მიუხედავად მათ შენობაში მაინც არ უშვებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა