საკრებულოს თავმჯდომარე - ორივე მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი პირადი შეურაცხყოფისგან და ფიზიკური დაპირისპირებისგან

ორივე მხარეს მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საკრებულოს შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს და სიმშვიდე შენარჩუნდეს.

„მინდა მოვუწოდო ორივე მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან - როგორც პირადი შეურაცხყოფისგან, ასევე, ფიზიკური დაპირისპირებისგან. დღეს, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ შენობაში, იყოს სიმშვიდე და მიღებული იყოს უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ჩვენ ასევე, ამ დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ პირადი შეურაცხყოფები, შესაბამისად, ორივე მხარეს მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ პროცესები“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა