ილურიძის ქუჩის გრუნტიან ტერიტორიაზე ახალი გზა მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, ილურიძის ქუჩის გრუნტიანი ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფომრაციით, პროექტის ფარგლებში, 430 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო და 2 800 კვ.მ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო. ასევე, ექვსი საყრდენი კედელი აშენდა. გრუნტის დამჭერი კედლების სიგრძე ჯამში, 204 მეტრია.

დასრულებული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, მიხეილ ამაშუკელმა დაათვალიერეს.

„ილურიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტიანი ტერიტორია იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ახლა უკვე მოქალაქეები კეთილმოწყობილ გზაზე გადაადგილდებიან“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 690 510 ლარი გამოყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა