ილია ელოშვილი - „ცენტრ პოინტის“ 5 ასაშენებელი ობიექტიდან 2-ზე უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და კონკრეტული ინვესტორები გვყავს

„ცენტრ პოინტის“ 5 ასაშენებელ ობიექტიდან 2-ზე ვაწარმოებთ უკვე მოლაპარაკებას და გვყავს კონკრეტული ინვესტორები, ესენია „ანაგი“ და „თბილი სახლი“, 3 ობიექტზე კი არ იყო გამოკვეთილი ინვესტორები. ამის შესახებ თბილისი მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა დეველოპერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ ის დეველოპერები, რომლებიც თავისი მასშტაბით ამგვარი მოცულობის პროექტებს შეესაბამებიან.

„ჩვენ „ცენტრ პოინტი“ დავყავით ორ ძირითად მიმართულებად. ერთი არის ის ბინები და ის სახლები, სადაც მოსახლეობა უკვე შესულია, თუმცა ეს კორპუსები დასასრულებელი და გასარემონტებელია. მეორე მიმართულება არის 5 ობიექტი, რომელიც ასაშენებელია. დღევანდელი შეხვედრა ეხებოდა 5 ასაშენებელ ობიქტიდან 3 ობიექტს. დღეს ჩვენ დავუძახეთ დეველოპერების იმ ნაწილს, რომლებიც თავისი მასშტაბებით შეესაბამებიან ამგვარი მოცულობის პროექტებს, ინფორმაციები წარვუდგინეთ ამ სამ ობიექტთან დაკავშირებით, ველოდებით მათგან გამოხმაურებას. იმ კომპანიებთან, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს და მზადყოფნას, რომ განახორციელონ ეს პროექტები, გადავალთ დეტალურ მოლაპარაკებებზე. ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ მთელი ეს პროცესი იყოს 3-3,5 წლიანი ყველა მიმართულებით, რომ ამ პერიოდში დასრულდეს პროექტები. ჩვენი მიზანი და გეგმაა, რომ არ დარჩეს „ცენტრ პოინტის“ მიერ არც ერთი დაზარალებული და არა მხოლოდ „ცენტრ პოინტის“, არამედ საერთოდ არ დარჩეს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები თბილისში. თუ არც ერთმა დეველოპერმა არ გამოხატა დაინტერესება, მაშინ გვექნება სხვა გეგმები, რომლის მიხედვითაც აუცილებლად განვახორციელებთ ამ პროექტებს“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისი თქმით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულად ამჟამად მოიაზრება 6500 ოჯახი, რომელთა 80% იმ შვიდ ობიექტში ცხოვრობს, რომელიც გასარემონტებელია, დანარჩენები კი ობიექტების აშენებას ელოდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა