გიგა ბოკერია - წულუკიანი ცუდად ხდება კრიტიკისას და მერე მისთვის აღარ არსებობს არც ერთი წესი და  ქცევის ნორმა

სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ეს ჩაიდინა უშუალოდ და არსებობს ყველა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოხდა ქალბატონი წულუკიანის პირდაპირი მითითებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით.

ბოკერიას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან დაირღვა კანონი, როდესაც მათ გაასაჯაროეს ინფორმაცია, თუ ვის შეხვდა სახალხო დამცველი.

„ყველა პერსონა ან ინსტიტუტი, რომელიც შეუქმნის დისკომფორტს ივანიშვილს ან მის რომელიმე „კლოუნს“, ამ შემთხვევაში კი ყველაზე გამორჩეულ, უწიგნურ და ბნელ „კლოუნ“ წულუკიანს, ხდება პოლიტიკური შურისძიების და დევნის ობიექტი ყოვლად უკანონო მეთოდებით. სახალხო დამცველმა მოიტანა ძალიან საგანგაშო მოხსენება, გააკრიტიკა ხელისუფლება და ეს ნორმალურია, წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა ასე. როცა ასე უკანონოდ, ასე სახიფათოდ ასეთ რამეს აკეთებ, ასაჯაროებ სახალხო დამცველს ვისთან ჰქონდა კონტაქტი და ამით პოტენციურად საფრთხის ქვეშ აყენებ პატიმრებს ისედაც იმ ვითარებაში, როცა ვიცით, რომ კრიმინალი შეკრულია ადმინისტრაციასთან და ზეწოლის და საფრთხის ქვეშ არიან ჩვეულებრივი პატიმრები. ამაზე უფრო მეტი უტიფრობა, უკანონობა და უსინდისობა არ არსებობს. პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებს. სახალხო დამცველის გადასაწყვეტია ვის მოინახულებს და როდის, როგორც კი ხელისუფლება კანონის დარღვევით ხელისუფლება მის წინააღმდეგ იწყებს კამპანიას, ეს არის ხელისუფლების სახე და არა სახალხო დამცველის სახე.

უკანონოა მიყურადება სახალხო დამცველზე, როცა ის თავის მოვალეობას ასრულებს და დაირღვა კანონი მერეც, როდესაც გაასაჯაროეს ის, თუ ვის ხვდებოდა სახალხო დამცველი. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს ვის ხვდებოდა, მნიშვნელობა აქვს მთავრობის დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ. წულუკიანი ივანიშვილს ძალიან ჰგავს იმით, რომ ცუდად ხდება კრიტიკისას და მერე მისთვის აღარ არსებობს არც ერთი წესი და არც ერთი ქცევის ნორმა”,- განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა