საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა შენობის საკეტი მას შემდეგ შეცვალეს, რაც "ნაცმოძრაობის" დეპუტატს გასაღები აღმოაჩნდა

საკრებულოს დაცვის თანამშრომლებმა შენობის მთავარი შესასვლელის კარის საკეტი შეცვალეს. საკეტის შეცვლა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლილე ლიპარტელიანის ხელში გასაღები აღმოჩნდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს მთავარი შესავლელის წინ დგანან და შენობაში შესვლას ცდილობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, მათ სურთ ლევან ხაბეიშვილის ნახვა, რათა გაარკვიონ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თბილისის საკრებულოსთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო