ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა. გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და შესაძლოა, გამოიკვეთოს პოლიტიკური მოტივები, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკრებულში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

"ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა, რადგან ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირი, დაზარალებული არის პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაძლებელია, მოტივში გამოიკვეთოს ასევე პოლიტიკური მოტივები. ასეთი ტიპის საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც დამატებით სხვა მოტივები იკვეთება და არა ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, სააეჩევნო წელი დაიწყო და თუ ასეთ ფაქტებზე არ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე წელი გველოდება. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ძალადობის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო