მამუკა მდინარაძე - ასე არ მივუდგებოდი საკითხს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა პოზიტიური განცხადება გაავრცელა და რომელიღაც კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანი არ არის

სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ძალიან პატივსაცემმა კოლეგამ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ჩვენი მისამართით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. უმრავლესობის ლიდერი აშშ-ის კონგრესმენების მიერ გამოთქმული კრიტიკის მიზეზად კომუნიკაციის პრობლემასა და ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებს.

"ინფორმაციის ნაკლებობა არავის საქილიკო არ უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, გარკვეული კომუნიკაციური პრობლემები იყო. ვინც პარტიაში საგარეო მიმართულებას ხელმძღვანელობდა, ეს ადამიანები ჩვენი გუნდის წევრები აღარ არიან. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ძალიან პატივსაცემმა კოლეგამ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა ჩვენი მისამართით. ეს კომუნიკაციური პრობლემები აღმოიფხვრება და მჯერა, რომ მათი პოზიცია დაემთხვევა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, რომელმაც გაავრცელა ძალიან პოზიტიური განცხადება ცოტა ხნის წინ. ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოში დასავლურ განწყობებს. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო მიზანი", - განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ თითოეული კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანია.

"ყველას აზრი მნიშვნელოვანია. მაინც და მაინც იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აბსოლუტურად პოზიტიური განცხადება გაავრცელა და შემდეგ რომელიღაც კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანი არ არის - მე ასე არ მივუდგებოდი საკითხს. ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ასე არ საუბრობს. რა თქმა უნდა, თითოეული კონგრესმენის აზრი მნიშვნელოვანია", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა