ნიკა გვარამიას საქმის პროკურორი - გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელების გამოყენება გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი

გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელების გამოყენება გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი,- ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის გამოეხმაურა „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ მის ცოლს უთვალთვალებდნენ და კოდური სახელი მიანიჭეს.

მისი თქმით, საინტერესოა ასევე ისიც, რომ მაშინ, როდესაც ბრალდებულებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ყურადღება მახვილდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე.

„ნებისმიერი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპერატიული თანამშრომლები პირობით სახელებს ანიჭებენ იმ ობიექტებს, ვის მიმართაც უნდა განახორციელონ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. ეს შეიძლება არ იყოს ცნობილი რიგითი მოქალაქისთვის, ვისაც ამასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ დაცვის მხარისთვის, განსაკუთრებით გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის რომ დღეს გახდა ცნობილი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელებს იყენებენ, ჩემთვის გასაკვირია. დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას პროკურორობის დროსაც არაერთხელ იქნა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და პირობითი სახელი არაერთხელ მიუნიჭებიათ ობიექტისთვის. გაეცანით საქმის მასალებს, რომლებიც გადმოგცეს და ნახავთ, რომ ეს ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს და კანონს“, - აღნიშნა პროკურორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა