დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის შესახებ უზენაესი სასამართლო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას 28 იანვარს გამოაცხადებს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების, გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის საქმეზე უზენაესი სასამართლო შემაჯამებელ გადაწყვეტილებას 28 იანვარს გამოაცხადებს.

უზენაესი სასამართლო როგორც გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან მიმართებაშიც.

როგორც გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საქმე უზენაესი სასამართლოსთვის ტესტია.

„განვიხილეთ პროკურორისა და ჩემი საკასაციო საჩივრები დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში, რასაც 2 საათზე მეტი მოვანდომეთ. კიდევ ერთხელ, ყველა მტკიცებულება მიმოვიხილე და სასამართლოს მივაწოდე.

წუთების და საათების მიხედვით მივაწოდე სასამართლოს ინფორმაცია, თუ ვინ რა ჩვენება მიაწოდა სასამართლოში.

თუმცა, ბრალდების მხარე მაინც ცდილობს კალანდია მოიყვანოს მოწმედ იმისათვის, თითქოს, ბარბაქაძე ფარდულში მიმდინარე მოვლენების მონაწილე იყო. ეს ლოგიკურადაც და სამართლებრივადაც ნონსენსია, რომ კიდევ კალანდიაზე არის ბრალდების მხარე დამოკიდებული", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს