ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა მინსკს სურსათის ბაზარი „თავხედურად“ დაუხურა.
„ჩვენ დღეს ისე აღარ განვიცდით, რომ მათ სურსათის ბაზარი დაგვიხურეს. დაგვიხურეს თავხედურად, უსინდისოდ, უმიზეზოდ. იმიტომ რომ დავეჩოქებინეთ, რომ დავემცირებინეთ. ჩვენ ამ ყველაფერს არ ვპასუხობთ, თუმცა შეგვიძლია ვუპასუხოთ“,- განაცხადა ლუკაშენკომ.
მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში თანასწორი უფლებები უნდა იყოს.
„რუსეთი ჩვენი მთავარი მოკავშირეა. იქნებ აზრზე მოვიდნენ და ნორმალურ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა მათთან, თანაბარი პირობებით, როცა ადამიანები, ქვეყნები თანაბარი არიან“,-განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, 2018 წელს, „როსსელხოზნადზორმა“ გამოავლინა მრავალრიცხოვანი დარღვევები ბელორუსიდან იმპორტირებულ პროდუქციაში და ბელორუსს იმპორტზე შეზღუდვები დაუწესა.