არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ თანამშრომლობასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრეს. საუბარი, შეეხო პარლამენტის საქმიანობას და მნიშვნელოვან კანონპროექტებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტებზე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020 წელს უპრეცედენტოდ დიდ დაფინანსებას გამოყოფს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა