გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საკრებულოს შენობაში შესასვლელად „ნაცმოძრაობის“ წევრებზე დღეს საშვები არ დაიშვება

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საკრებულოს შენობაში შესასვლელად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე დღეს საშვები არ დაიშვება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„თქვენ იცით, რომ დღეს არის საკრებულოს სხდომა. ოპოზიციის მხრიდან არის გარკვეული მობილიზაცია. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდეს გარკვეული დაპირისპირება, ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საშვები არ იქნას დაშვებული და საკრებულომ გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, საკრებულოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს