გიორგი ვაშაძე ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე - ესაა ვენდეტა ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად ამხელს მათ

ესაა ვენდეტა ადამიანზე, რომელიც ყოველდღიურად ამხელს მათ, - ასე აფასებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, კახა კალაძის თაოსნობით, „იმდენად კორუფციაში ჩაერთო საკრებულოც, თბილისის მერიაც, რომ სხვა გზა არ დარჩათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ადამიანს, რომელიც ფაქტებით აჩვენებს საზოგადოებას როგორ პარავენ ხალხს ფულს“.

„ისინი, მათი ნათესავები მდიდრდებიან, ხალხი ყოველდღე ღარიბდება. თითქოს ჰგონიათ, რომ გააჩუმებენ, ლევან ხაბეიშვილს დღეს თავს დაესხნენ. ჩვენი პასუხი იქნება მშვიდობიანი პროტესტი. ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ ასე თუ გააგრძელა, არჩევნებში 5%-ზე მეტს ვერ აიღებს, რომ ბარიერი გადალახოს და შემოვიდეს პარლამენტში. ამ აგრესიას არ ავყვებით და მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა