ნათია თურნავა - საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ამაზე საუკეთესო პასუხია თვითონ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტალით საქართველოში შექმნილი 276 კომპანიიდან, ნახევარი - 140 კომპანია ბოლო რამდენიმე წელიწადშია შემოსული.

„დღეს აშშ - ის კაპიტალით საქართველოში შექმნილი 276 კომპანიიდან, ნახევარი - 140 კომპანია ბოლო რამდენიმე წელიწადშია შემოსული. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ევროპულ კომპანიებზე. 264 გერმანული კომპანიის თითქმის ნახევარი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, ჩვენს ბაზარზე 2013 წლის შემდეგ შემოვიდნენ; 68 პოლონური კომპანიიდან 50-ზე მეტი ასევე ბოლო პერიოდშია შემოსული და ა.შ. როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველდღიურად ვაწყდებით, ვმუშაობთ ამ კომპანიებთან, გვაქვს პირისპირ შეხვედრები, შემოგვყავს და ვაკვირდებით, როგორ ასაქმებენ აქ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს. მაგალითად, ამერიკული არქიტექტურული კომპანია „Base4“, რომელიც დიდი ხანი არ არის, რაც შემოვიდა, ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს,“ - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, აშშ - სთან პირდაპირი ფრენების მოლაპარაკებებისას ერთ-ერთი დასაბუთება იყო ინვესტიციების, ინვესტორების, ამერიკული კომპანიების და ამერიკელი ბიზნესმენების გაზრდილი რაოდენობა, ვინც ჩვენთან ჩამოდის.

„მოვუწოდებთ, რომ პირდაპირ იკონტაქტონ იმ ამერიკულ კომპანიებთან, ვინც ჩვენთან მოღვაწეობს - 300-მდე კომპანიაა და გაარკვიონ, რა პრობლემები დგას მათ წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეალური სურათი, რაც მათ შეიძლება დაინახონ ასეთი უტყუარი ინფორმაციის შედეგად, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება და დარწმუნდებიან იმაში, რაშიც მათი კომპანიები უკვე დარწმუნებულები არიან - რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ამაზე საუკეთესო პასუხია თვითონ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)