გია ვოლსკი - მინდა დეპუტატები და მომხრეები გავაფრთხილო - ზღვარგადასული გინება, დამცირება, რასაც არც ქართველობა და არც ტრადიცია სცხია, პროვოცირებისთვის იქნება გამოყენებული

ფიზიკური დაპირისპირება გამართლებული არ არის. უნდა შევთანხმდეთ პრინციპზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება დაზარალებული ადამიანი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებსა და ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას. ვოლსკის განცხადებით. საკითხების მუშტი-კრივით გადაწყვეტა კატეგორიულად მიუღებელია.

„ფიზიკური დაპირისპირება გამართლებული არ არის. უნდა შევთანხმდეთ პრინციპზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება დაზარალებული ადამიანი. ამასთან, მინდა ყველა - დეპუტატები, ჩვენი მომხრეები, ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები - გავაფრთხილო, რომ ეს ზღვარგადასული გინება, დამცირება, უკიდურესი ლანძღვა, რასაც არც ქართველობა და არც ტრადიცია სცხია, აუცილებლად იქნება გამოყენებული პროვოცირებისთვის. ასეთი ლაპარაკი არ არის დამახასიათებელი არცერთი პოლიტიკური საზოგადოებისთვის განვითარებულ დემოკრატიებში, ამასთან, არც ისაა დამკვიდრებული, რომ მუშტი-კრივით გადაწყვიტო ეს საკითხები. ეს კატეგორიულად მიუღებელია. წინასაარჩევნო პერიოდია, პარტიებს შორის ურთიერთობაში საკმაოდ მაღალია დაძაბულობის დონე. კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ეს დაძაბულობა გადავიდეს საზოგადოებაში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა