ირაკლი აბესაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს კარები ჩაკეტეს, ოპოზიცია შენობაში ძალისმიერი მეთოდით შესვლას არ აპირებს

თბილისის საკრებულოსთან ამ დრომდე რჩებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს წევრები" . როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს კარები ჩაკეტეს, ოპოზიცია შენობაში ძალისმიერი მეთოდით შესვლას არ აპირებს.

მისი თქმით, "კარების ჩაკეტვა ეს არის მორიგი კომიკური სიტუაცია და "ქართული ოცნება" თავს სირაქლემის პოზიციაში იყენებს". აბესაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს.

"ეს არის ხელისუფლების ხელწერა, ეს არის ხელისუფლების მხრიდან დაქირავებული დეპუტატების თუ სხვა ტიპის „ტიტუშკების" ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტზე.ეს შესაძლოა ამ ხელისუფლების პირობებში დაუსჯელი დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება, როცა ხელისუფლება შეიცვლება.ეს არის საზოგადოებისთვის ძლიერი არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება",- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა