ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში სამხედროს, აღმაშენებლის, მუხრანის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 25 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეეზღუდებათ აბონენტებს წეროვანში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.