ავთანდილ ცინცაძე - ხაბეიშვილმა ადეკვატური პასუხი მიიღო

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ განმარტება გააკეთა.

ცინცაძის განცხადებით, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაზეც ადეკვატური პასუხი მიიღო.

მისივე თქმით, პირად შეურაცხყოფაზე პასუხი ყოველთვის პირადად იქნება გაცემული.

„ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში ყველანაირ ჩარჩოს გასცდა, მე და ყველა ჩემი კოლეგა გალანძღა. არაკაცები და ფარჩაკები გვიწოდა. ეს სიტყვები ჩვენ ნამდვილად არ გვეკუთვნის იმ ადამიანისგან, რომელიც რუსთაველზე დადიოდა და ქართველ ხალხზე იძახდა, ეს ნაგავი გაიტანეთო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს