დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ლევან ხაბეიშვილის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ

თბილისის საკრბულოსთან, სადაც ოპოზიცის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად იმიტომ დაუპირისპირდნენ საკრებულოს"ქართული ოცნების" წევრები, რომ რამდენიმე კვირის წინ 20-მდე დამლაგებელმა ხაბეიშვილს მათი პრობლემის შესახებ მიმართა.

დამლაგებლების განმარტებით, მათი ხელფასი 200 ლარს შეადგენს, რაც რეალურად არასაკმარისია.მათივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილმა ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერით ისაუბრა, ამიტომ მიიჩნევენ რომ ხაბეიშვილს მათი პრობლემის გამო დაუპირისპირდნენ. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების თქმით, ისინი საკრებულოსთან ხაბეიშვილის სოლიდარობის მიზნით მივიდნენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს