გია ვოლსკი ლევან იზორიას ძმის კადრებზე - ამ თემის ახლა წამოწევა პოლიტიკური ვითარების შესაბამისად, ვფიქრობ, არ არის კარგი დამახასიათებელი ოფიცრისთვის

საზოგადოებისთვის თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი ის, თუ რა მოხდა და 5 წელი არ უნდა შეენახა პოლიციის მაიორს ეს ინფორმაცია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს.

მისივე თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვები ისმება, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები. ვოლსკის შეფასებით, გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს მაიორ გიორგი დვალიშვილის სამსახურიდან წასვლის მიზეზები.

„რასაკვირველია, შეკითხვები ისმება. საზოგადოებისთვის თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი ის, თუ რა მოხდა და 5 წელი არ უნდა შეენახა მაიორს ეს ინფორმაცია. გაირკვა, რომ ადამიანი, ვინც საჭესთან იჯდა, სერიოზულად არის დაავადებული და საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო დახმარებას. ასე რომ, ამ თემის ახლა წამოწევა პოლიტიკური ვითარების შესაბამისად, ვფიქრობ, არ არის კარგი დამახასიათებელი ამ ოფიცრისთვის, ვინც არ უნდა იყოს იგი და რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს. რეალურად, გამოძიება აუცილებელია და ყველაფერი გასარკვევია, თუნდაც ამ ოფიცრის სამსახურიდან წასვლის მიზეზები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სიუჟეტის თანახმად, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა