გიორგი ჩაკვეტაძე - ოპოზიცია მათ პოლიტიკურ სახეს ყოველდღიურ რეჟიმში გვაჩვენებს

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, საზოგადოებამ კადრებში იმ პოლიტიკური ძალის პროვოკაცია იხილა, რომლისთვისაც უშვერი სიტყვებით ლანძღვა ჩვეული სტილია.

„საზოგადოებას კარგად ემახსოვრება, რომ ჩვენს ოპოზიციაში მდგომი ადამიანები იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, რომელთა მმართველობის დროსაც საკრებულოს შემადგენლობა, თავმჯდომარესთან ერთად, წარმოუდგენელი ბილწისტყვაობით გამოირჩეოდა. რუსთაველზე, სადაც წლების წინ, აქციის მსვლელობისას უამრავი ადამიანი დაშავდა, მაშინ მათ გამზირზე ჩაიარეს და აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებდნენ“ ,- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საკრებულოს წევრის განცხადებით, ოპოზიცია მათ პოლიტიკურ სახეს ყოველდღიურ რეჟიმში აჩვენებს და მათი სასოწარკვეთილება ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს უკავშირდება.

,,გარდა იმისა, რომ ამ ისტორიულ დარბაზში მსხდომი ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდს მივეკუთვნებით და გარკვეულ სოციუმს წარმოვადგენთ, თითოეული ჩვენგანი ინდივიდია. მინდა, ოპოზიციის ბელადს ვუთხრა, რომ თუ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვა, ამას გონივრული, ადეკვატური პასუხი მოჰყვება. თუმცა პირადად ჩემთვის, დღევანდელ სხდომაზე არა პროვოკაციები, არამედ ის პროექტებია მნიშვნელოვანი, რომლებზეც დღეს ჩვენ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

უმრავლესობის წევრის თქმით, თბილისის საკრებულო და მერია განვითარების არჩეულ კურსს გააგრძელებს და ოპოზიცია ხელის შეშლას ვერ მოახერხებს.

,,მათ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ და უნდათ იმ დროის უსამართლობაში დაგვაბრუნონ, თუმცა ამას ვერასდროს შეძლებენ. ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი მუშაობას იმისთვის გააგრძელებს, რომ თბილისის თითოეულმა მოსახლემ მუდმივად გაუმჯობესებულ გარემოში იცხოვროს“ ,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს