ანა ნაცვლიშვილი - მწვავე საკითხებზე წულუკიანს პასუხი არ აქვს და გადავიდა პერსონალურ თავდასხმებზე, ჯერ სახალხო დამცველზე, მერე ყოფილი პატიმრის დისკრედიტაციაზე გადავიდა

მწვავე საკითხებზე წულუკიანს პასუხი არ აქვს და გადავიდა პერსონალურ თავდასხმებზე, ჯერ სახალხო დამცველზე, მერე ყოფილი პატიმრის დისკრედიტაციაზე გადავიდა, რომელმაც ასევე ამხილა სისტემა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის მიერ მომზადებულმა ანგარიშმა ამხილა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ძალიან სერიოზული პრობლემები, რაც არის უშუალოდ წულუკიანის და მისი უწყების პასუხისმგებლობა.

„ამ მწვავე საკითხებზე წულუკიანს პასუხი არ აქვს და ის გადავიდა პერსონალურ თავდასხმებზე, ჯერ სახალხო დამცველზე, მერე ესეც არ იკმარა და ერთი კონკრეტული ადამიანის, ყოფილი პატიმრის, რომელმაც ასევე ამხილა სისტემა და დაადასტურა, რომ ის პრობლემები, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშში არის საუბარი, რომ მართლაც არსებობს ციხეში, ამის შემდეგ გადავიდა უკვე ამ პატიმრის დისკრედიტაციაზე და აამუშავა შავი პიარის მანქანა მთელმა სისტემამ ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, თითოეულ პატიმარს აქვს ძალიან მძიმე ისტორია, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა და დანაშაულებზე, რომელთაც ისინი სჩადიან, ისინი აგებენ პასუხს და ამიტომ სხდებიან ციხეში, მაგრამ წარმოუდგენელი ამორალობაა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მაშინ როდესაც პატიმარი ხმას ამოიღებს და ამხელა სისტემაში არასებულ მანკიერებებს, საზოგადოების ყურადღება სისტემას გადააქვს არა პრობლემებზე, არამედ ამ პატიმრების მიერ ჩადენილ დანაშაულს დეტალურად ყვება, ასაჯაროებს, მაშინ როდესაც პრობლემა არის ძალიან სერიოზული თავად ამ სისტემაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პენიტენციურმა სისტემამ და თეა წულუკიანმა ამ მოქმედებით პატიმრებს ღია გზავნილი გაუგზავნეს.

„ამ მოქმედებით წულუკიანმა და პენიტენციურმა სისტემამ, რომელმაც ოფიციალური განცხადებაც გააკეთა შემდეგ ამ პატიმართან დაკავშირებით, თითოეულ პატიმარს, ყოფილ პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს გაუგზავნა ძალიან ღია გზავნილი, რომ თუ თქვენ ახლა ან მომავალში ოდესმე გაბედავთ, რომ ისაუბროთ ციხეში არსებულ პრობლემებზე, დაგემართებათ იგივე, მორალურად, სოციალურად ჩაგმარხავთ, მოგისევთ შავი პიარის მანქანას და საზოგადოების წინაშე ვისაუბრებთ თქვენზე და არა იმ პრობლემებზე, რომელსაც თქვენ ამხელთ. ასევე, ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ სისტემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პატიმრების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, ასე იქცევა და გამოდის, რომ მთელი ადამიანური რესურსი, უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც ხმარდება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებს, არის ფარსი, რადგან სისტემა ამაზე კი არ ზრუნავს, არამედ პატიმრები ჰყავს დაჭერილი და ახლა უკვე ძალიან მარტივადაა გასაგები, როგორ იყენებს ციხეს, პატიმრებს და პრობაციონერებს უნდა საარჩევნო და უნდა, სხვა მიზნებისთვის. თეა წულუკიანი როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რისი მინისტრია და რა არის მისი ფუნქციები - ის პატიმრების მინისტრია, მაგრამ მის ამ ინტერვიუში და მთელ ამ მოქმედებებში გამოჩნდა, რომ მას ეზიზღება პატიმრები და როგორც ჩანს, მას ადამიანებიც ეზიზღება, არ შეიძლება, სხვა ახსნა მოვუძებნოთ მის ამ მოქმედებებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა