ბელგრადში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ოფისის ხელშეწყობით  ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ოფისის ხელშეწყობით ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა, ცნობილი სერბი სომელიეების, ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საქართველოში ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია და ტრადიციები, ასევე ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობები.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების შედეგად მომზადდება სტატიები და სიუჟეტები საქართველოსა და ქართული მეღვინეობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სერბეთში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის დაწყებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა