რატი იონათამიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ დავოსში დადებითად იყო შეფასებული, არა მხოლოდ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, არამედ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები

მნიშვნელოვანია, რომ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დადებითად იყო შეფასებული არა მხოლოდ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი, არამედ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, - ამის შესახებ ფრაქცია" ქართული ოცნების " თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„დავოსის ფორუმზე საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოში დემოკრატიზაციის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ევროპის უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი შავი ზღვის კონტექსტში. ასევე, მათი შეფასებით, 2019 წლის ჩვენი შედეგები ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში მართლაც შთამბეჭდავია.

ასევე, როგორც პრემიერმა ფორუმის დასრულებისას აღნიშნა, 2020 წელს, 10 წლის თავზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩამოყალიბდება ახალი ხედვა, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება ინტეგრაციის პროცესი და რომელიც, შესაძლებლობის გაჩენისთანავე, დასრულდება ფაქტობრივი ინტეგრაციით. სწორედ ეს იყო ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, ხორვატიის პრეზიდენტებსა თუ პრემიერებთან, საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრების ძირითადი თემები“, - განაცხადა იონათამიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო