საქართველოს პრეზიდენტი ორგანიზაციას „იად სარა“ ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაციას "იად სარა" ესტუმრა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებისას გააგრძელებს თანამშრომლობას აღნიშნულ ორგანიზაციასთან და შესაბამის უწყებებთან, რათა შევძლოთ ორგანიზაციის მუშაობის უნიკალური მოდელის ეტაპობრივად დანერგვა ჩვენს ქვეყანაში.

მათივე ინფორმაციით, ორგანიზაცია, რომელიც სრულად მოხალისეობრივ პრინციპზე, 45 წლის წინ, ახალგაზრდა მასწავლებელმა ური ლიპოლიანსკიმ შექმნა, შშმ პირებს, გასაჭირში ჩავარდნილ პირებს, მოხუცებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე პირების დახმარებას მოხალისეების მეშვეობით ახორციელებს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორგანიზაცია „იად სარა“ უნიკალურია თავის კონცეფციით, იმ თვალსაზრისით, რომ დაფუძნებულია სრულად მოხალისეების ჩართულობით და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს აწვდის იმ საჭირო სერვისებს, რომელიც ტექნოლოგიებითა და საჭირო აღჭურვილობებით უზრუნველყოფაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ბინაზე მოვლის მომსახურების მოდელი.

ორგანიზაციის 7 ათასი მოხალისე და 110 ცენტრი სამედიცინო აპარატურითა და სარეაბილიტაციო აღჭურვილობით, აღნიშნული კატეგორიის პირებს სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამებით ეხმარება. ორგანიზაცია ახორციელებს ასევე გადაუდებელი- სასწრაფო დახმარების ქოლცენტრის მართვას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა