ცოტნე ზურაბიანი - დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა საქართველოსთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა გააჩინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა განაცხადა.

მისი განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის მიერ დავოსში გამართულ შეხვედრებზე ტრანსნაციონალურმა ფინანსურმა კორპორაციებმა საქართველოს ფინანსური მდგომარეობა პოზიტიურად შეაფასეს, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით, მათთვის სანდო და ხელსაყრელი გარემოა.

"მისასალმებელია, რომ პრემიერთან შეხვედრების შემდეგ უმსხვილესი ევროპული და ამერიკული კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. მათ შემოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა პირადი შეხვედრები გამართა ევროპულ და ამერიკულ უმსხვილეს კომპანიებთან, რომელნიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და მათი საქართველოში შემოსვლა ნიშნავს, არა მხოლოდ ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას, არამედ მეტი სტაბილურობის და უსაფრთხოების მომტანია მთლიანად რეგიონისთვის",-განაცხადა დეპუტატმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს