კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთის დიდი კედლის ძირითადი ნაწილი ტურისტებისათვის დაიხურება

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით პროვინციაში, სადაც 41 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს საავტომობილო გადაადგილება აიკრძალა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის სპეციალური საავადმყოფო აშენდება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთის დიდი კედლის ძირითადი ნაწილი ტურისტებისათვის დაიხურება. ამასთანავე, პეკინში გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებული ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულია 26 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია. ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის ოთხი ქალაქი გადაკეტეს. კორონავირუსის გამოვლინების შემთხვევები ასევე დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს