საქართველოს რკინიგზა - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად მაღალია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რკინიგზიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ყაზახეთის ქალაქ ალმათში საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (TITR), ასოციაცია ТМТМ-ის შეხვედრას დაესწრო.

უწყების ცნობით, ასოციაციის წევრებმა 2019 წლის შედეგები შეაჯამეს და აღინიშნა, რომ 2019 წელს კასპიის ზღვით გადაზიდული საკონტეინერო ტვირთი 71 %-ით (10,7 ათსი TEU) გაიზარდა და ეს აღნიშნულ დერეფანში გადაზიდვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთანავე, 2019 წლის აპრილში წამოწყებულმა საფიდერო სერვისმა მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფანში (Middle Corridor) ტვირთის ოდენობა და შეამცირა საკონტეინერო გადაზიდვის დრო.

მათივე ინფორმაციით, ასოციაცია ТМТМ-ს ახალი წევრებიც შეემატნენ - ჩინური კომპანია Xi’an Continental Bridge International Logistics Co., Ltd და ყაზახური - ,,აქტაუს საზღვაო ჩრდილოეთ ტერმინალი“. შეხვედრაზე შეთანხმდა 2020 წლის სატარიფო პოლიტიკა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა