პენტაგონი - 8 იანვარს, ირანის მიერ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დარტყმების შედეგად, 34 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

8 იანვარს, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად, 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა.

„ბოლო მონაცემებით, 34-მა სამხედრომ კონტუზია და თავის ტვინის ტრავმა მიიღო“ , - განაცხადა ჰოფმანმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, რვა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას აშშ-ში გადის, ცხრა - გერმანიაში. დანარჩენები საკუთარ სამხედრო ნაწილებში დაბრუნდნენ ერაყში.

ცნობისთვის, 8 იანვარს ირანმა ამერიკული ბაზების მიმართულებით ერაყში 15 რაკეტა გაუშვა, რაც 3 იანვარს ყასემ სოლეიმანის მკვლელობის საპასუხოდ განახორციელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა