დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ზაზა მურჯიკნელი საქმესთან შემხებლობას უარყოფს, გაოგნებულია

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლეიტენანტის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუგეშაშვილებს არ იცნობს და ის აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე გლდანში, გუშინ ღამე, დაახლოებით, 2 საათიდან 3 საათამდე დააკავეს. ის საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, სახლში მიდიოდა. ის ამ საქმესთან შემხებლობას უარყოფს. გაოგნებულია დაკავებით, ელოდება საქმის მასალებში ჩახედვას, რომ გაიგოს მისი დაკავების საფუძველი რა არის. ამ დრომდე საქმის მასალების გადმოცემას ველოდებით, უკვე რამდენჯერმე მივმართეთ", - განაცხადა კომახიძემ.

ზაზა მურჯიკნელს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა