ირაკლი დოლაბერიძე „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი დოლაბერიძემ სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ დირექტორს, ხოსე მოია გომესსა და მარკეტინგის დირექტორს, ედუარდო ლეგენდრეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენის“ ხელმძღვანელი, შოთა გოგიტაური ესწრებოდნენ.

„სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით აღინიშნა „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. პროექტი სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის, „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველო რიგით მე-16 ქვეყანაა, სადაც სკოლამ ოპერირება დაიწყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა