კონგრესმენი პიტ ოლსონი - საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და აშშ-ის ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში - ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!

ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს! - ამის შესახებ კონგრესმენმა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მან გააზიარა აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრების, ადამ კინსინგერისა და გერი კონოლის 16 დეკემბრის წერილი, რომელშიც საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი და თან დაურთო საკუთარი კომენტარი.

„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ადამ კინზინგერს: საქართველოს კორუმპირებული / გარყვნილი მთავრობა ჩაერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმებში, სამოქალაქო პროტესტანტების წინაშე სისასტიკესა და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას ხელს შეუწყობდა. ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს!“, - უწერია „ტვიტერზე“ პიტ ოლსონს.

შეგახსენებთ, რომ წერილი, რომელიც ოლსონმა გააზიარა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი იყო გაგზავნილი და ის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა 16 დეკემბერს თავის „ტვიტერის“ გვერდზე ატვირთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო