თურქეთში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა, არიან დაშავებულები, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ

აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა. მისი ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა

მიწისძვრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა და 225 დაშავდა ქალაქ ელიაზიგში, ასევე სამი ადამიანი გარდაიცვალა და 45 დაშავდა მალათიას პროვინციაში. ამის შესახებ ამ პროვინციების გუბერნატორებმა განაცხადეს.

ქალაქ ელიაზიგში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ექვს ადამიანს ეძებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს