თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა  რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

თურქეთში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო იუწყება.

უწყების მონაცემებით, რვა ადამიანი პროვინცია ელიაზიგში გარდაიცვალა, ექვსი კი პროვინცია მალათიაში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი ორივე პროვინციაში ექვსი იყო.

აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით პარასკევს, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა. მისი ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ლევან დოლიძე - სირიაში მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იქნება იმაზე, რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებს ნატო, აშშ და თურქეთი, თუმცა, საქართველოში სირიიდან მიგრანტების დიდ ნაკადს არ ველი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე  -  1.1 ტრილიონიანი დანაკარგი
ყველა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია - Nova-სა და BDO-ს პარტნიორობა
აღნიშნეთ დედის დღე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (R)