თურქეთში მიძისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი ბოლო მონაცემებით 651-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 14 ადამიანი დაიღუპა ელიაზიღის პროვინციაში, მალათიაში კი მიწისქვეშა ბიძგებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ელიაზაღში მიწისძვრის შედეგად 403 ადამიანი დაშავდა.

სხვადასხვა რეგიონში დაშავებულთა რიცხვი 651-ს აღწევს.

დამგრეულია საცხოვრებელი სახლები, სტიქიის ზონაში, ნანგრევებში დარჩენილ ადამინებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით პარასკევს, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა. მისი ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა