რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - ჩვენ ჩვენი ერის გვერდით ვართ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. როგორც ერდოღანი წერს, შესაბამისი უწყებები იღებენ ყველა ზომას, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ერდოღანმა "ტვიტერზე" ორი ტვიტი გამოაქვეყნა.

"ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ ყველა საჭირო ზომას, რომ გადალახონ თურქეთში მომხდარი მიწისძვრა, რომელიც ბევრ პროვინციაში იგრძნობოდა, ყველაზე ნაკლები ზარალი და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოება უზრუნველყონ.ჩვენ ჩვენი გარემოსა და ურბანიზაციის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები გავგზავნეთ რეგიონში",-დაწერა ერდოღანმა.

როგორც პრეზიდენტი წერს, ის და ყველა ინსტიტუტი ერის გვერდით დგას.

"როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, მინდა იცოდეთ, რომ მჭიდროდ ვმუშაობთ. ჩვენ ჩვენი ერის გვერდით ვართ ჩვენ ყველა ინსტიტუტთან და ორგანიზაციასთან ერთად. უფალს ვავედრებ ჩვენს ძმებს, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს მიწისძვრის შედეგად და დაუყოვნებლივ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს",-წერს ერდოღანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა